ასე უნდა მართო კლუბი - პსჟ-ს პრეზიდენტის უპრეცედენტო გადაწყვეტილება » სპორტის ხაზი

ასე უნდა მართო კლუბი - პსჟ-ს პრეზიდენტის უპრეცედენტო გადაწყვეტილება

ასე უნდა მართო კლუბი - პსჟ-ს პრეზიდენტის უპრეცედენტო გადაწყვეტილება
31-05-2025, 16:05
Aa Aa
გაზიარება:

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, მნიშვნელოვანი ჟესტით გამოხატა მადლიერება კლუბის თანამშრომლებისადმი. ფრანგული მედიის ცნობით, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალურ მატჩზე მან 600 თანამშრომელი მიიწვია.

სპეციალურ წერილში, რომელიც კლუბის წევრებმა მიიღეს, ნათქვამია, რომ პრეზიდენტი სრულად უზრუნველყოფს როგორც ბილეთებს, ასევე მგზავრობას მატჩის დასასწრებად. ეს გადაწყვეტილება ხელმძღვანელობის სურვილია, დააფასოს კლუბის წევრთა დაუღალავი შრომა მთელი სეზონის განმავლობაში.

გარდა ამისა, წელს პირველად, გუნდის წარმატებების შედეგად დაგროვილი საბონუსე თანხიდან წილს მხოლოდ ფეხბურთელები კი არა, კლუბის სხვა თანამშრომლებიც მიიღებენ. აღნიშნული პრეცედენტი ადასტურებს ხელმძღვანელობის ახალ მიდგომას – ერთობლივი წარმატების აღიარებას.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი დღეს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი