"გორში მთელი თამაში კანკავას აგინებდნენ.." - დინამო თბილისი განცხადებას ავრცელებს » სპორტის ხაზი

"გორში მთელი თამაში კანკავას აგინებდნენ.." - დინამო თბილისი განცხადებას ავრცელებს

"გორში მთელი თამაში კანკავას აგინებდნენ.." - დინამო თბილისი განცხადებას ავრცელებს
გუშინ, 11:17
Aa Aa
გაზიარება:

ეროვნული ლიგის 18-ე ტურში, გორის დილას და დინამო თბილის შორის გამართულ შეხვედრაში ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რასაც დედაქალაქური კლუბის პრესსამსახური ვრცელი წერილით ეხმაურება.

"გვსურს გამოვეხმაუროთ 28 მაისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მომხდარ ინციდენტს.

მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას - ჯაბა კანკავას.

სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ შეძლეს ადამიანთა ამ ჯგუფის სტადიონიდან გაყვანა, რამაც კიდევ უფრო დიდი დაძაბულობა გამოიწვია და საბოლოოდ ისევ ჩვენი ფეხბურთელი დაისაჯა.

მთელი კლუბის სახელით მხარდაჭერას ვუცხადებთ ჯაბას. კატეგორიულად მიუღებელია ფეხბურთელებს მსგავსი პროვოკაციების ფონზე უწევდეთ ასპარეზობა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას ეხება. ადამიანს, რომელმაც ყველაზე მეტ მატჩში უკაპიტნა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, თავმდაბლობითა და ღირსებით.

გვჯერა, რომ სადისციპლინო კომიტეტი დეტალურად განიხილავს მომხდარ ფაქტს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. დაუშვებელია პროვოკატორებმა მოთამაშეებს პირადი შეურაცხყოფა მიაყენონ და დისკვალიფიკაციით მოთამაშე დაისაჯოს. ყველა ჩვენგანის მიზანს უნდა წარმოადგენდეს, რომ ფეხბურთელებისთვის უსაფრთხო სათამაშო გარემო შევქმნათ
", - წერია განცხადებაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი