მაკტომინეი თუ ხვიჩა? - ნაპოლის ფანები ორ საუკეთესოს ერთმანეთს ადარებენ » სპორტის ხაზი

მაკტომინეი თუ ხვიჩა? - ნაპოლის ფანები ორ საუკეთესოს ერთმანეთს ადარებენ

მაკტომინეი თუ ხვიჩა? - ნაპოლის ფანები ორ საუკეთესოს ერთმანეთს ადარებენ
დღეს, 15:16
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის 2024/2025 წლების სეზონის გამარჯვებული ოფიციალურად გაირკვა, - ანტონიო კონტეს ნაპოლი, რომელმაც სეზონის ერთ-ერთ ტრიუმფატორ ინტერს 1 ქულის სხვაობით აჯობა.

რაც შეეხება მთლიანი წრის საუკეთესო ფეხბურთელს, ის სკოტ მაკტომინეი გახდა, რომელმაც სკუდეტოს მოგებაში მართლაც განუზომელი წვლილი შეიტანა.

სხვათა შორის, ნაპოლის ფანჯგუფში ჩატარდა გამოკითხვა თუ ვინ უფრო დიდი როლი ითამაშა პირველი და მეორე სკუდეტოს მოგებაში, კვარამ თუ მაკტომინეიმ, რაზეც ფანებს ასეთი პასუხები აქვთ:

"რაც არ უნდა ნაწყენი ვიყო, წინ მაინც ხვიჩა იდგება, რადგან არსაიდან გამოჩნდა და ტიტული განუმეორებელი ფეხბურთით მოგვიტანა"

"ჯამში ხვიჩას და ოსიმენის დუეტი ბევრად ძლიერი იყო, ამიტომ მაკტომინეისგან ასეთი მიღწევა ჩემთვის უფრო ფასობს"

"კვარაცხელიამ შუა სეზონში წასვლით ყველაფერი წყალში ჩაყარა, ჩემი ხმა მაკტომინეის"

"10 მაკტომინეის ერთად მირჩევნია ერთი ხვიჩა კვარაცხელია"

"წავიდა იმიტომ, რომ დაუფასებლად მოექცნენ, ახლა კი ეს შედარება მხოლოდ თქვენი სიძულვილის გამოა აქტუალური", - წერენ ნეაპოლელები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი