მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ორთაბრძოლა გულშემატკივრებში ფართო გამოხმაურებას იწვევს.
მიუხედავად ქართველი მებრძოლის უპირატესობისა, სპორტული წრეების ნაწილი მიიჩნევს, რომ დაღესტნელ მებრძოლს ბრძოლა პირველ რაუნდში მიღებული ტრავმის გამო არაჯეროვნად წარემართა და სხვა შემთხვევაში გამარჯვების შანსი თავად ნურმაგომედოვს ჰქონდა.
ამ თემაზე კომენტარი მერაბის ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა გააკეთა:
"თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ უმარი მერაბისთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე იქნებოდა, მაგრამ დავამარცხეთ და მჯერა, რომ რემატჩის შემთხვევაშიც იგივეს გავაკეთებთ" — აღნიშნა ვუდმა ინტერვიუში.
მისივე თქმით, დაპირისპირებამდე რთულ მდგომარეობაში თავად მერაბიც იმყოფებოდა:
"ნურმაგომედოვის ბანაკი ამბობს, რომ უმარი სერიოზულად დაზიანდა, მაგრამ არ იციან, რა მდგომარეობაში იყო მერაბი. მას გახსნილი ჭრილობა და ინფექცია ჰქონდა, თან ანტიბიოტიკებს იღებდა. ჯერ ეს არავისთან არ მითქვამს, მაგრამ ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მერაბს ბრძოლიდან აუცილებლად მოვხსნიდი."
ვუდის განცხადებით, მერაბ დვალიშვილმა მორიგი გამარჯვება რთულ პირობებში იბრძოლა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი სიძლიერე როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.