ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენთან ერთად ლიგა 1-ის გამარჯვებული გახდა, რაც ქართველ ფეხბურთელს ნაპოლიდან საჯაროდ რამდენიმე მოთამაშემ მიულოცა.
ჟუან ჟესუსი, ჯოვანი დი ლორენცო, იესპერ ლინდსტრომი, დიეგო დემე და სირილ ნგონჟი არიან ფეხბურთელები, რომლებმაც კვარას ჩემპიონობა მის მიერ გამოქვეყნებული საჩემპიონო ფოტოს კომენტარებში მიულოცეს.
სხვათა შორის, იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა თავადაც ხშირ კავშირზეა ძველ თანაგუნდელებთან და მათ კიდევ ერთ გაჩემპიონებას კვარა მხარს აქტიურად უჭერს.