იტალიის სერია A-ს დასრულებამდე მხოლოდ ერთი ტურია დარჩენილი და ნაპოლი მეორეადგილოსან ინტერს ამდენივე ქულით უსწრებს.
თუ ანტონიო კონტეს გუნდი ბოლო ტურში კალიარის დაამარცხებს, მაშინ სკუდეტოს ნაპოლი ისტორიაში მეოთხედ მოიგებს.
როგორც ჩანს, ამის დიდი იმედი აქვს ცნობილ იტალიელ ჟურნალისტ უმბერტო კიარიელოს, რომელიც ამბობს, რომ ნაპოლიმ საჩემპიონო აღლუმზე ხვიჩა კვარაცხელიას არ უნდა დაუძახოს.