2023 წელს გავრცელდა ცნობები, რომ კონსტანტინე მარადიშვილმა, მოსკოვის „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. ამ ნაბიჯით შესაძლებელი გახდა მისი გამოძახება ვილი სანიოლის გუნდშ, თუმცა პროცესი საჭიროებდა ფიფას ოფიციალურ დასტურს.
მოგვიანებით, მარადიშვილი იჯარით გადავიდა „პარი ნიჟნი ნოვგოროდში“, სადაც 2024 წელს მძიმე მუხლის ტრავმა მიიღო — დაზიანდა ჯვარედინი მყესები. აღნიშნული მოვლენები სერიოზულად შეეხო ფეხბურთელის კარიერას.
ნოვგოროდული კლუბის გენერალურმა დირექტორმა, დავიდ მელიკ-გუსეინოვმა, მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მარადიშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, კონსტანტინე განსაკუთრებული პიროვნებაა და მიუხედავად სირთულეებისა, კლუბი ყველანაირად ცდილობს მას მხარში დაუდგეს, როგორც სამედიცინო, ასევე ფსიქოლოგიური კუთხით.
მელიკ-გუსეინოვმა არ გამორიცხა, რომ ფეხბურთელის კარიერა შესაძლოა დასასრულს უახლოვდებოდეს, თუმცა აღნიშნა, რომ მარადიშვილს ძლიერი ფონი აქვს და მომავალში წარმატებით შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას მენეჯერულ ან სხვა საფეხბურთო სფეროში.