თბილისში, დინამო არენაზე საქართველოს ნაკრებისა და ბარსელონას ლეგენდების მატჩი გაიმართა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
მატჩის დასრულების შემდეგ ქართველ გულშემატკივარს რონალდინიო გაუჩომ მადლობა ამ წერილით გადაუხადა:
მადლობა, საქართველო! პირველად ვსტუმრობ ამ ულამაზეს ქვეყანას და პირველად ვგრძნობ ამ ხალხის სითბოს… ყოველთვის სასიამოვნოა ბარსას მაისურის ჩაცმა და ასეთ ულამაზეს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. შეხვედრამდე.