პინტუსის მომავალი გაურკვეველი - "რეალი" მწვრთნელისთვის ახალ როლს ამზადებს » სპორტის ხაზი

პინტუსის მომავალი გაურკვეველი - "რეალი" მწვრთნელისთვის ახალ როლს ამზადებს

პინტუსის მომავალი გაურკვეველი - "რეალი" მწვრთნელისთვის ახალ როლს ამზადებს
გუშინ, 19:56
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის "რეალის" ფიტნეს მწვრთნელი ანტონიო პინტუსი, შესაძლოა, მომავალ სეზონში პირველ გუნდთან აღარ ითანამშრომლოს. როგორც ესპანური გამოცემა Marca იუწყება, კლუბსა და 62 წლის იტალიელ სპეციალისტს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც პინტუსისთვის ახალი, ადმინისტრაციულ-სტრატეგიული როლის შეთავაზებას ითვალისწინებს.

პინტუსი "რეალს" 2016 წელს შეუერთდა ზინედინ ზიდანის თხოვნით და წლების განმავლობაში კლუბის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ითვლებოდა. მისი ფიზმომზადების მეთოდებმა გუნდის სერიოზულ წარმატებას შეუწყო ხელი — სწორედ მისი ყოფნის პერიოდში „რეალმა“ ორჯერ (2017, 2018) მოიგო ჩემპიონთა ლიგა და სამი ზედიზედ ტრიუმფიდან ორი სწორედ პინტუსთან ერთად შესრულდა.

თუმცა მიმდინარე სეზონში სიტუაცია შეიცვალა: ტრავმების სიმრავლემ და გუნდის ფიზიკური კონდიციის კლებამ პინტუსის რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. Marca-ს ინფორმაციით, რამდენიმე ფეხბურთელი უკმაყოფილოა მიმდინარე სავარჯიშო დატვირთვით და განიხილება ცვლილებების აუცილებლობა.

პინტუსის მომავლის განსაზღვრა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები, რომ ზაფხულში ხაბი ალონსო შესაძლოა კარლო ანჩელოტის შეცვლას გეგმავს. ახალ თავკაცს კი გუნდში თავისი ფიტნეს შტაბის მოყვანა სურს.

შესაძლოა, პინტუსი არ დატოვოს „რეალი“, თუმცა მისი როლი პირველ გუნდში შესაძლოა ფორმალურად დასრულდეს და სამეფო კლუბის სტრუქტურაში ფიზმომზადების მიმართულებით სისტემური ზედამხედველის პოზიცია დაიკავოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი