პსჟ-ს შეჩერების მიზნით - საფრანგეთში ჩემპიონის გამოსავლენად შესაძლოა ფორმატი შეიცვალოს » სპორტის ხაზი

პსჟ-ს შეჩერების მიზნით - საფრანგეთში ჩემპიონის გამოსავლენად შესაძლოა ფორმატი შეიცვალოს

პსჟ-ს შეჩერების მიზნით - საფრანგეთში ჩემპიონის გამოსავლენად შესაძლოა ფორმატი შეიცვალოს
გუშინ, 23:26
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ელიტარულ ჩემპიონატში, ლიგა 1-ში, ფორმატის შეცვლის შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს.

ახალი იდეის მიხედვით, სეზონის ბოლოს ოთხი საუკეთესო გუნდი პლეი-ოფში მიიღებს მონაწილეობას. ნახევარფინალური ეტაპის შემდეგ გაიმართება ფინალი, რომელიც განსაზღვრავს ჩემპიონს. დღემდე ტიტულის მფლობელი ერთიანი სატურნირო ცხრილის შედეგებით ვლინდებოდა, თუმცა ცვლილების მიზანია ჩემპიონატისთვის მეტი ინტრიგისა და დაძაბულობის დამატება.

აღნიშნული ინიციატივის მთავარი მოტივაცია „პარი სენ-ჟერმენის“ თითქმის უპირობო დომინაციაა – პარიზულმა გუნდმა ბოლო 13 სეზონში 11-ჯერ შეძლო ჩემპიონობის მოპოვება, რაც ლიგა 1-ს ევროპის წამყვან ჩემპიონატებთან შედარებით ნაკლებად კონკურენტულს ხდის.

ცნობისთვის, ოთხთა ფინალის მსგავსი ფორმატი უკვე მოქმედებს საფრანგეთის ქალთა ლიგაში და შესაძლოა, მალე მამაკაცების ჩემპიონატშიც დაინერგოს, რაც ევროპული ფეხბურთისთვის საკმაოდ უჩვეულო გადაწყვეტილება იქნებოდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი