პსჟ-ს ფრანგმა ლიდერმა უსმან დემბელემ მედიასთან ინტერვიუში თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"ხვიჩა არამხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც შესანიშნავი ადამიანია. როცა გუნდს შემოუერთდა, მივეცი რამდენიმე რჩევა - ბუნებრივია, ადაპტაციის პროცესი ყველას სჭირდება. თუმცა ის მალე ჩაერთო კოლექტივში. მორცხვია? არა, პირიქით - კომუნიკაბელური და ხალისიანი პიროვნებაა.
რაც მთავარია, მისი ტექნიკა, გამბედაობა და გოლის გრძნობა ჩვენს შეტევებს ახალი განზომილება შესძინა", - განაცხადა დემბელემ.
ცნობისთვის, პსჟ დღეს ფინალში გასასვლელად ბრძოლაში არსენალს უმასპინძლებს.