"ასეთი კლასის გამო ტელევიზორს მიჯაჭვული ვარ" - ვინ გაიყვანა კვარა ოქროს ბურთის ხუთეულში » სპორტის ხაზი

"ასეთი კლასის გამო ტელევიზორს მიჯაჭვული ვარ" - ვინ გაიყვანა კვარა ოქროს ბურთის ხუთეულში

"ასეთი კლასის გამო ტელევიზორს მიჯაჭვული ვარ" - ვინ გაიყვანა კვარა ოქროს ბურთის ხუთეულში
გუშინ, 18:55
Aa Aa
გაზიარება:

ნიგერიის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის ბორუსიას ყოფილი ფეხბურთელი, სანდი ოლისე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია.

ოლისემ იმ მოთამაშეთა ხუთეული ჩამოთვალა, რომლებსაც ოქროს ბურთის საუკეთესოებში იხილავდა:

კვარაცხელია, საკა, დემბელე, იამალი და რაფინია. აქედან ხვიჩას ძალიან იოლად და მარტივად შეუძლია საქმის გაკეთება. მას მოედნის გამაოგნებელი ხედვა აქვს. ხვიჩას და დანარჩენებს აქვთ კლასი, რის გამოც ტელევიზორთან მიჯაჭვული ვხვდები ხოლმე.

- ამბობს ოლისე.

შეგახსენებთ, რომ კვარა დღეს თამაშობს. მისი პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არსენალს 23:00 საათზე მიიღებს და ფინალში კვალიფიცირებას შეეცდება, ამ შეხვედრაში კი თავის გამოჩენა ქართველ ვარსკვლავს ოქროს ბურთის ათეულში დანამდვილებით მოახვედრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი