"არსენალთან ხვიჩას მთავარი კოზირი ეს იქნება" - იური სიომინი კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"არსენალთან ხვიჩას მთავარი კოზირი ეს იქნება" - იური სიომინი კვარაცხელიაზე

"არსენალთან ხვიჩას მთავარი კოზირი ეს იქნება" - იური სიომინი კვარაცხელიაზე
გუშინ, 11:33
Aa Aa
გაზიარება:

ევროპული ფეხბურთის მთავარი საკლუბო ტურნირი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს ორი გამორჩეული გუნდი, „პარი-სენ ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ დაუპირისპირდება.

მატჩის წინ საკუთარი მოსაზრება გამოცემა championat-სთან ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა, იური სიომინმა დააფიქსირა.

სიომინის შეფასებით, გუნდებს ფინალში გასასვლელად თითქმის თანაბარი შანსები აქვთ, თუმცა თითოეულს თავისი ძლიერი მხარე გააჩნია. მისი თქმით, პსჟ-ს უპირატესობა შეტევაშია: „პარიზელები“ ოპონენტზე უფრო მრავალფეროვნად მოქმედებენ წინ, განსაკუთრებული ყურადღება კი სამთავარ ფორვარდებზეა გამახვილებული — ხვიჩა კვარაცხელიაზე, უსმან დემბელეზე და ბრედლი ბარკოლაზე.

ხვიჩას ჯერ ვერც ვუწოდებთ სრულფასოვან ლიდერს, მაგრამ ის უკვე კრიტიკულ მომენტებში წყვეტს ეპიზოდებს და საკმაოდ მაღალი შედეგიანობით. მის დრიბლინგს თითქმის არ აქვს წარუმატებელი შემთხვევები, რაც შეტევისას დიდ უპირატესობას იძლევა“, — აღნიშნა სიომინმა.

თუმცა, თუ შეტევაში უპირატესობა ფრანგულ კლუბს აქვს, დაცვით თამაშში ლიდერობას ლონდონელები ინარჩუნებენ. როგორც რუსი სპეციალისტი აცხადებს, არტეტას გუნდი საოცრად ორგანიზებულად მოქმედებს: ისინი სწრაფად უბრუნდებიან დაცვას შეტევის ჩაშლისთანავე და მეტოქეს სივრცეს არ უტოვებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი