უოტფორდის მთავარ მწვრთნელ ტომ კლევერლის იმედი აქვს, რომ კლუბი ახალი სეზონისთვის ლიდერებს და მათ შორის, გიორგი ჩაკვეტაძესაც შეინარჩუნებს.
იმედია, მომავალ სეზონში საუკეთესო ფეხბურთელების უმეტესობა კვლავ გუნდში იქნება. საერთოდ, ჩემპიონშიფის კლუბებიდან ტრანსფერები ხშირია და რამდენიმე ფეხბურთელის წასვლა არ გამიკვირდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ საუკეთესოები შევინარჩუნოთ.
სამწუხაროდ, წელს პლეი ოფში ვერ მოვხვდით, რაშიც ხელი ტრავმებმა შეგვიშალა. განსაკუთრებით დიდი დანაკლისი ჩვენი შემტევი ნახევარმცველებისა და თავდამსხმელების არყოფნა გამოდგა – გიორგი ჩაკვეტაძე, კვადვო ბაა და მუსა სისოკო ვერ თამაშობდნენ, ჩვენ კი გრძელი სათადარიგოთა სკამი არ გვაქვს, ამ პრობლემებს რომ გავმკლავებოდით. გვინდა, შემდეგი სეზონისთვის დასახელებული სამეული შევინარჩუნოთ.
- ამბობს კლევერლი BBC-სთან.
ბოლო ინფორმაციით, ჩაკვეს ტრანსფერით პრემიერ ლიგაში აღზევებული ლიდსია დაინტერესებული.