კვარა ლიგისთვის ემზადება, ზურიკო ლიგა 1-ში დასარჩენად - როგორი ტური აქვთ დღეს ქართველებს » სპორტის ხაზი

კვარა ლიგისთვის ემზადება, ზურიკო ლიგა 1-ში დასარჩენად - როგორი ტური აქვთ დღეს ქართველებს

კვარა ლიგისთვის ემზადება, ზურიკო ლიგა 1-ში დასარჩენად - როგორი ტური აქვთ დღეს ქართველებს
გუშინ, 13:36
Aa Aa
გაზიარება:

დღეს ლიგა 1-ში ხვიჩა კვარაცხელიაც თამაშობს და ზურიკო დავითაშვილიც. აქედან ერთი გონებით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზეა ორიენტირებული, როცა მეორე საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად იბრძვის.

კვარას პსჟ გასვლაზე სტრასბურგს შეხვდება, მატჩი 19:00 საათზეა ჩანიშნული. ლიგა 1-ის ნაადრევად მოგების შემდეგ, ლუის ენრიკეს სრული ფუფუნება აქვს, რომ შიდა ჩემპიონატის თამაშებში ლიდერები დაასვენოს და ბოლომდე ჩემპიონთა ლიგაზე ფოკუსირდეს, თუმცა ლუჩო წამყვან ფეხბურთელებს პრაქტიკას მაინც აძლევს ხოლმე. ამდენად, ნუ გაგვიკვირდება თუ კვარას დღესაც სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.

სხვათა შორის, დაიწერა, რომ არსენალთან უსმან დემბელეს არყოფნის საკმაოდ დიდი შანსია, ამან კი, შესაძლოა, პსჟ-ის თამაში მთლიანად კვარას გარშემო ააწყოს. ასე რომ, დღეს ხვიჩა კვარაცხელიას ახლებურ როლში ნახვის შანსიც არსებობს.

რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, მისი სენტ ეტიენი მონაკოს 23:05-ზე მიიღებს და ქულების ასაღებად სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს. ზუკას გუნდი მე-17 ადგილზეა და გასავარდნი ზონიდან ამოსასვლელად 3 ქულა სჭირდება. თავის მხრივ, მონაკო ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ქართველის გუნდს არაფერს არ დაუთმობს, რაც კარგ სანახაობას გვპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი