როგორც ინგლისურ მედიაში იწერება, ტომ კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდთან ხელშეკრულება განაახლა და ის გუნდში კიდევ 1 წლით დარჩება.
ტომ კლევერლიმ უოტფორდში მუშაობისას 7 მატჩი გამართა, საიდანაც მისმა გუნდმა 1 მოიგო, 1 წააგო და 5 ფრე ითამაშა.
ალბათ, კლევერლის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ უოტფორდმა დაცვაში თამაში საგრძნობლად გამოასწორა და 7 შემთხვევიდან კარი მშრალად 4-ჯერ შეინახა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონშიპის სეზონში გიორგი ჩაკვეტაძეს უოტფორდის მაისურით 34 მატჩი აქვს გამართული, რა დროშიც მან 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.