მეცის ფანები ჟორჟით აღფრთოვანდნენ: "ის ჩვენი მეფეა, მსაჯი კი უსინათლო იდიოტია" » სპორტის ხაზი

მეცის ფანები ჟორჟით აღფრთოვანდნენ: "ის ჩვენი მეფეა, მსაჯი კი უსინათლო იდიოტია"

მეცის ფანები ჟორჟით აღფრთოვანდნენ: "ის ჩვენი მეფეა, მსაჯი კი უსინათლო იდიოტია"
5-05-2024, 15:59
Aa Aa
გაზიარება:

ლიგა 1-ის 32-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის მეცმა რენს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

გიორგიმ მორიგი შესანიშნავი მატჩი გამართა. ქართველმა ფორვარდმა გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და მეცი ქულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მასპინძლებს მიქაუტაძის მაგარი პერფორმანსი არ ეყოთ და მაინც დამარცხდნენ.

მატჩის ბოლოსკენ გიორგიმ წესები უმნიშვნელო ფიზიკური კონტაქტით დაარღვია, რის გამოც მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა. აი, როგორ ეხმაურებიან მეცის ფანები გიორგის თამაშს:

"ის ჩვენი მეფეა, საოცრად თამაშობს ბოლო შეხვედრებში, მსაჯი კი უსინათლო იდიოტია, რომელსაც არცერთი სწორი გადაწყვეტილება არ მიუღია."

"არც კი ვიცი თუ რა უნდა ვთქვა. მიქაუტაძემ გუნდი მოგებამდე მიიყვანა, მაგრამ წინ უდიდესი უიღბლობა გველოდა."

"თითქოს ის არ გვეყოფოდა, რომ უსამართლოდ წავაგეთ. მსაჯმა საშინელება გააკეთა. ამ თამაშში გიორგის გაძევება არაფერს ცვლის, თუმცა ის სხვა თამაშებში არ იქნება, რაც საგანგაშოა."

"უნდა გავაპროტესტოთ, რადგან მომდევნო შეხვედრებში ჩვენი წინამძღოლი ჩვენთან უნდა იყოს."

"ყველაფერი უნდა ვქნათ და გიორგი დიდი ხნით დავიტოვოთ. გადაუფორმეთ სახლები, აჩუქეთ დიდი ქონება, ის უნდა დარჩეს"
, - წერენ მეცის ფანები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.