გიორგი მიქაუტაძე "რენისთან" 95-ე წუთზე მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელის უხეშად წაქცევის გამო გააძევეს.
მიმდინარე სეზონში "მეცს" ორი თამაში დარჩა, შესაბამისად გიორგი ამ ორიდან მინიმუმ ერთს გამოტოვებს. თუ მისი დისკვალიფიკაცია 2 მატჩამდე არ გაზარდეს და/ან ფიზიკურად ყველაფერი კარგად ექნება, "პსჟ"-ს წინააღმდეგ აუცილებლად იასპარეზებს.