ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღის წინ პრემიერ ლიგის ორი ფეხბურთელი იქნა დაკავებული, მიზეზი კი გაუპატიურების ბრალდება გახლავთ.
ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემა "MailSport" იუწყება, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ფეხბურთელების ვინაობა არ არის გავრცელებული, თუმცა ის კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე მათგანი ერთი გუნდის ღირსებას იცავს.
გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და სხვა დეტალები მომდევნო დღეებში იქნება ცნობილი, თუმცა რა დრო დასჭირდება და საერთოდ გაასაჯაროვებენ თუ არა ფეხბურთელების ვინაობებს, ეს უცნობია.