MLS-ის მორიგი ტურის შეხვედრაში, საბა ლობჟანიძის ატლანტა იუნაიტედმა სახლში მინესოტა იუნაიტედს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
შეხვედრაში თავის გამოჩენა მოახერხა საბა ლობჟანიძემ - როცა მისი გუნდი 0:2-ს აგებდა, ქართველმა ვინგერმა 82-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
ლობჟანიძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 10 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. გასულ წელს ქართველმა შემტევმა ამერიკული გუნდის მაისური 12-ჯერ მოირგო და 3 გოლთან ერთად, 4 ასისტიც ჰქონდა.
იხილეთ ვიდეო: