"ამტკიცებენ, რომ ის ინგლისში გაიყიდება, მაგრამ..." - იტალიური მედია კვარაცხელიას სავარაუდო მომავალზე » სპორტის ხაზი

"ამტკიცებენ, რომ ის ინგლისში გაიყიდება, მაგრამ..." - იტალიური მედია კვარაცხელიას სავარაუდო მომავალზე

"ამტკიცებენ, რომ ის ინგლისში გაიყიდება, მაგრამ..." - იტალიური მედია კვარაცხელიას სავარაუდო მომავალზე
24-04-2024, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე იტალიურ პრესაში ბოლო დროს მრავალი ინფორმაცია ვრცელდება.

ნეაპოლური გამოცემა Area Napoli წერს:

"მომავალ სეზონში ნაპოლი აუცილებლად დაკარგავს რამდენიმე ვარსკვლავს. ვიქტორ ოსიმენმა უკვე გამოაცხადა, რომ ახალ კლუბს შეუერთდება, დიდი ხანია ინტერში პიოტრ ჟელინსკის გადასვლაც გადაწყვეტილია. მაგრამ როგორი იქნება ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი? არის ხალხი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ის ინგლისში გაიყიდება, თუმცა, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, იტალიური კლუბი ქართველის გაყიდვას არ აპირებს." - ვკითხულობთ გამოცემაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი