"ინტერიმა" ვალის გასტუმრების გზას მიაგნო და გაყიდვას გადაურჩება » სპორტის ხაზი

"ინტერიმა" ვალის გასტუმრების გზას მიაგნო და გაყიდვას გადაურჩება

"ინტერიმა" ვალის გასტუმრების გზას მიაგნო და გაყიდვას გადაურჩება
21-04-2024, 01:09
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში ხშრად იწერებოდა იმის თაობაზე, რომ "ინტერის" ხელმძღვანელობა აქტიურად ცდილობდა გუნდის წილის გაყიდვას, რადგან "Oaktree Capital"-თან არსებული დავალიანება გადაეხადათ.

ეს თანხა 380 მილიონი ევროა, რისი მოძიებაც მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არავის სურდა გუნდის მხოლოდ ნაწილის ყიდვა, ამიტომაც მოლაპარაკებები ყველასთან ჩიხში შევიდა.

თუმცა დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ მილანელებმა ამერიკულ საინვესტიციო კომპანია "Pimco"-სთან გააფორმეს ხელშეკრულება. იტალიელები 400 მილიონ ევროს მიიღებენ 12 პროცენტიანი საპროცენტო განიკვეთით და ამ თანხის დაბრუნება 3 წლის განამვლობაში მოუწევთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.