ჩეხი პოლიგლოტია - როგორ და რამდენი ენა ისწავლა პეტრმა? » სპორტის ხაზი

ჩეხი პოლიგლოტია - როგორ და რამდენი ენა ისწავლა პეტრმა?

ჩეხი პოლიგლოტია - როგორ და რამდენი ენა ისწავლა პეტრმა?
4-05-2024, 21:42
Aa Aa
გაზიარება:

იცოდით, რომ პეტრ ჩეხი პოლიგლოტია? მას, არც მეტი არც ნაკლები, 6 ენა ესმის.

იგი სრულფასოვნად ფლობს ჩეხურს, გემრანულს, ინგლისურს, ფრანგულს. აი, პორტუგალიული და იტალიური კი ესმის და იაზრებს. მიზეზი? ეს მან თავად ახსნა.

"ჩეხური ჩემი მშობლიური ენაა, ინგლისური და გერმანული სკოლაში ვისწავლე. "რეინსში" თამაშისას გავიაზრე, რომ იმ ენის სწავლა, რომელი ქვეყნის გუნდშიც თამაშობ მნიშნელოვანია მცველებთან სწორი კომუნიკაციისთვის, ამიტომაც ფრანგულის კურსები გავიარე.

"ჩელსიში თამაშისას რამდენიმე ახალი ფეხბურთელი შემოგვიერთდა, რომლებმაც ინგლისური არ იცოდნენ, ამიტომაც ესპანურის სწავლაც დავიწყე", - განაცხადა პეტრმა.

და ახლა, როდესაც იგი მწვრთნელის როლშია, ეს უნარები მას ეხმარება და ხშირად ფეხბურთელებს შორის თარჯიმნის როლსაც კი ასრულებს. მას შეუძლია გუნდის უმეტეს ფეხბურთელს მათსავე ენაზე ესაუბროს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.