როგორც ოფიციალურად დადასტურდა, მომდევნო სეზონიდან სერია A ჩემპიონთა ლიგაზე არა 4, არამედ 5 გუნდს გაიყვანს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსებობს შანსი, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ ერთი ნიშნულით, 6-მდეც კი გაიზარდოს, რაც კვარაცხელიასა და მისი ნაპოლისთვის უდიდესი სიახლე იქნება.
ქართველის გუნდი ამ ეტაპზე მე-8 ადგილს 49 ქულით იკავებს და ჩემპიონთა ლისი ზონამდე სულ რაღაც 6 ქულა აკლია.
ცნობისთვის, სხვადასხვა ქვეყნების ტოპ ლიგები რეიტინგს საერთაშორისო დონეზე დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე იღებენ.