რომან დოლიძეს UFC 5-ში დაამატებენ » სპორტის ხაზი

რომან დოლიძეს UFC 5-ში დაამატებენ

რომან დოლიძეს UFC 5-ში დაამატებენ
4-04-2024, 13:46
Aa Aa
გაზიარება:

სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომან დოლიძეს პოპულარულ ვიდეო თამაშში UFC 5-ში ვიხილავთ.

ქართველი სპორტსმენის პერსონაჟის არჩევა მოთამაშეებისთვის მაისის განახლებების შემდეგ ექნებათ შესაძლებელი.

UFC 5-ში უკვე არის 3 ქართველი მერაბ დვალიშვილის, ილია თოფურიასა და გიგა ჭიკაძის სახით. მაისიდან კი მათ რიცხვს მეოთხე მებრძოლი, რომან დოლიძეც დაემატება.

შეგახსენებთ, რომ რომანმა ბოლო 2 ბრძოლა დათმო 2023 წლის 18 მარტს ვეტორის, ხოლო 2024 წლის 4 თებერვალს იმავოვთან. საერთო ჯამში მის ანგარიშზე 12 მოგება და 3 მარცხია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი