მესი: "პსჟ"-ს გამო "ბარსელონას" დასატოვებლად მზად არ ვიყავი" » სპორტის ხაზი

მესი: "პსჟ"-ს გამო "ბარსელონას" დასატოვებლად მზად არ ვიყავი"

მესი: "პსჟ"-ს გამო "ბარსელონას" დასატოვებლად მზად არ ვიყავი"
27-03-2024, 18:47
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესიმ "ბარსელონა" 2021 წელს დატოვა, როდესაც კლუბმა მას ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა, მისი პარიზულ კლუბში ტრანსფერი კი რთული არა მხოლოდ გულშემატკივრებისთვის, არამედ ლეოსთვისაც იყო.

"კლუბის ცვლილება რთული იყო, რადგან "ბლაუგრანაში" ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს და დარჩენაზე ვფიქრობდი", - ციტირებს მესის სიტყვებს Diario AS.

მზად არ ვიყავი გუნდის დასატოვებლად, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ჩემი ცხოვრება მთლიანად უნდა შემეცვალა ერთ დღეში. გადავედი სხვა ლიგაში, სხვა კლუბში, გვქონდა ახალი გასახდელი. ეს არ იყო ცვლილება, რომელსაც მოველოდით და ამიტომაც მას თავისი ფასი ჰქონდა თავიდან.

კატალონიურ კლუბში ყოველთვის კარგად მექცეოდნენ. მათი მადლიერი ვარ,"
- განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ამჟამად "ინტერ მაიამის" რიგებში გამოდის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.