"უფრო ნაკლებ პრობლემებს ველოდი, მაგრამ..." - კალცონა ნაპოლიზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"უფრო ნაკლებ პრობლემებს ველოდი, მაგრამ..." - კალცონა ნაპოლიზე საუბრობს

"უფრო ნაკლებ პრობლემებს ველოდი, მაგრამ..." - კალცონა ნაპოლიზე საუბრობს
26-04-2024, 21:32
Aa Aa
გაზიარება:

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ, იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში, "რომასთან" გასამართი მატჩის წინ, მედიასთან ისაუბრა. მან გუნდში არსებულ ვითარებასა და სეზონის დარჩენილი ნაწილის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ემპოლისთან ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ დაცვა გვიჭირდა. ბევრ გოლს ვუშვებთ და გვაქვს შეტევითი პრობლემები. ამის შესახებ ფეხბურთელებს მივუთითე, რადგან კვირის დასაწყისში მათში ცოტა იმედგაცრუება დავინახე. ვალდებულნი ვართ, ჩემპიონატი საუკეთესოდ დავასრულოთ, იმედი მაქვს, გულშემატკივარსა და ქალაქს "რომასთან" მატჩში სიამაყის საფუძველს მივცემთ. "ჯალოროსები" კარგ ფორმაში არიან და მოტივაციის კუთხით ძალიან კარგად გამოიყურებიან.

მე არაფერი მაქვს სათქმელი გულშემატკივრებისთვის, ჩვენ გვექნება სავსე სტადიონი და ვიცით, რომ მხარდამჭერები გვეყოლება. ჩვენ უნდა გამოვხატოთ მათი სურვილი: ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ ამდენი ადამიანი დაგვყვება ყველგან, სადაც დავდივართ, თუმცა, ჩვენი თვისებების სრულფასოვნად გამოვლენას ვერ ვახერხებთ.

გუნდს პრობლემები აქვს და ეს დე ლაურენტისმაც თქვა, ის ძალიან კარგია და ჩემთან ახლოსაა. ვინც აქ მოვიდა ელმასის, ლოზანოსა და კიმის ნაცვლად, დიდი გავლენა არ ჰქონიათ: ეს ყველაფერი მათი ბრალი არ არის, ისინი ჩამოვიდნენ პრაქტიკულად სეზონის სტარტზე. მე პირადად უფრო ნაკლებ პრობლემებს ველოდი, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მივხვდი, რომ სიტუაცია არ იყო ისეთი, როგორსაც მოველოდი"
. - განაცხადა კალცონამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი