დე ლაურენტისი ფრანჩესკო კალცონას სტეფანო პიოლით ჩაანაცვლებს? » სპორტის ხაზი

დე ლაურენტისი ფრანჩესკო კალცონას სტეფანო პიოლით ჩაანაცვლებს?

დე ლაურენტისი ფრანჩესკო კალცონას სტეფანო პიოლით ჩაანაცვლებს?
26-04-2024, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური Il Mattino-ს ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი ფრანჩესკო კალცონას ჩანაცვლებას სტეფანო პიოლით გეგმავს.

როგორც იცით, კალცონა სეზონის ბოლოს ნაპოლის დატოვებას და სლოვაკეთის ნაკრებს შეუერთდება, რაც უკვე დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი.

რაც შეეხება პიოლის, ამბობენ, რომ მან სეზონის ბოლოს მილანი უნდა დატოვოს, დე ლაურენტისი კი მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ დაიწყებს, თუ პიოლი მილანთან ყველანაირ ურთიერთობას ამოწურავს.

გარდა სტეფანო პიოლისა, იწერება ისიც, რომ აურელიო დე ლაურენტისს ფიორენტინას მწვრთნელის, ვინჩენცო იტალიანოს ვარიანტიც აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი