ირაკლი კობახიძე: "განაცხადში მყოფი 26-ვე ფეხბურთელი ღირსების ორდენს მიიღებს" » სპორტის ხაზი

ირაკლი კობახიძე: "განაცხადში მყოფი 26-ვე ფეხბურთელი ღირსების ორდენს მიიღებს"

ირაკლი კობახიძე: "განაცხადში მყოფი 26-ვე ფეხბურთელი ღირსების ორდენს მიიღებს"
27-03-2024, 17:08
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დააანონსა, რომ ეროვნული ნაკრების განაცხადში მყოფი 26-ვე ფეხბურთელი ღირსების ორდენს მიიღებს.

"გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად ჩვენი საამაყო გუნდის წევრების, მთლიანად ნაკრების ღირსების ორდებით დაჯილდოების თაობაზე. მინდა დავაზუსტო, რომ დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ თითოეულ მათგანს ღირსების ორდენს."

"ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე. ესენი არიან ნამდვილად ღირსეული ადამიანები და ეს არის მინიმალური დაფასება, რაც მათ შეიძლება მიიღონ ქვეყნისგან და სახელმწიფოსგან. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, ნაკრებს, ფედერაციას და დარწმუნებული ვარ, წინ გველის დიდი გამარჯვებები და წარმატებები. რაც მთავარია, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს"
, - თქვა ირაკლი კობახიძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.