ესპანური მედია: "გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ეროვნული გმირია" » სპორტის ხაზი

ესპანური მედია: "გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ეროვნული გმირია"

ესპანური მედია: "გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ეროვნული გმირია"
27-03-2024, 14:23
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიცირდა.

ცხადია, ყველასთან ერთად, ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი გიორგი მამარდაშვილმაც შეიტანა, რომელიც საქართველოს უმნიშვნელოვანეს მომენტში დაეხმარა და პირველივე დარტყმული პენალტი მოიგერია.

აი, რას წერენ ესპანურ მედიაში ქართველი მეკარის შესახებ:

"გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ეროვნული გმირია! ქართველმა მეკარემ პირველივე პენალტი მოიგერია და თავისივე ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დაეხმარა, სადაც საქართველოს აქამდე არც არასდროს უთამაშია"
, - დაწერა AS-მა.

მოსალოდნელია, რომ ასეთი დამაჯერებლობის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი ერთიორად გაიზარდოს.

ავტორი: Davit Shakirovi


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი