ილია თოფურიას ემოციური კომენტარი მშობლებზე და ბაბუაზე » სპორტის ხაზი

ილია თოფურიას ემოციური კომენტარი მშობლებზე და ბაბუაზე

ილია თოფურიას ემოციური კომენტარი მშობლებზე და ბაბუაზე
25-03-2024, 14:02
Aa Aa
გაზიარება:

ილია ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ ილია UFC-ის ქვემ­სუ­ბუ­ქი წო­ნის კატეგორიაში ალექ­სან­დრ ვოლ­კა­ნოვ­სკის შეხვდა და დაამარცხა.

ილიას განსაკუთრებული გულშემატკივარი ბაბუამისია, რომლის ემოციური კომენტარებიც კარგად ახსოვს საზოგადოებას.

ამჯერად ილიამ ისაუბრა ბაბუაზე:

„ჩემი გმირები არიან მშობლები. მე რომ 8-9 წლის ვიყავი, ჩემს მშობლებს მოუწიათ, დავეტოვებინეთ, რათა უკეთესი მომავალი მოეცათ ჩვენთვის და ასე წლების განმავლობაში ვიყავი. 6-7 წელი მშობლების გარეშე. ერთ-ერთი რთული მომენტი იყო“
, - თქვა ილია თოფურიამ.

მან განაცხადა, რომ სპორტი საქართველოში შეუყვარდა. თოფურიამ ასევე გაიხსენა გამზრდელი ბაბუა, რომელმაც მას შრომის ფასი ასწავლა.

მისი თქმით, ბაბუა მათ ყოველ დილით, 06:00 საათზე აღვიძებდა, რათა ბაღისთვის მოევლოთ.

„გვანახა, რა იყო საჭირო იმისთვის, რომ ბაღი ასე მწვანე ყოფილიყო, რომ ასე თავისით ლამაზი არ იქნებოდა. სჭირდებოდა შრომა. შემდეგ სკოლიდან რომ ვბრუნდებოდი, ერთი წამით არ გამიელვებდა, რომ (სიმწვანისთვის) ფეხი დამებიჯებინა. შრომაც გვასწავლა, დაფასებაც და ბევრი კარგი მაგალითი მოგვცა.“


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი