მერაბ დვალიშვილმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო » სპორტის ხაზი

მერაბ დვალიშვილმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო

მერაბ დვალიშვილმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო
23-03-2024, 11:36
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა UFC-ის მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა აშშ-ს მოქალაქეობა მიიღო. მერაბმა მისი ემოციები სოციალურ ქსლში გაგვიზიარა:

"22 მარტის მდგომარეობით, მე ვარ აშშ-ს მოქალაქე. ჩემი გული მუდამ ჩემს სამშობლოსთან, საქართველოსთან იქნება... მაგრამ მე ბედნიერი და მადლობელი ვარ, რომ მქონდა ის შესაძლებლობები, რაც მომცა ამერიკამ. მე გავაგრძელებ შრომას, რათა ჩემით ორივე ქვეყანამ იამაყოს!"

"თითქმის უკვე 12 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა. არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში, მაგრამ შრომით, მოთმინებით ყველა დაბრკოლება გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე. რისთვისაც მადლიერი ვარ ამ ქვეყნის."


მერაბ დვალიშვილმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი