"შავი ლომი" მესხზე "კლერმონთან" განადგურდა და ჯგუფში ჩარჩა » სპორტის ხაზი

"შავი ლომი" მესხზე "კლერმონთან" განადგურდა და ჯგუფში ჩარჩა

"შავი ლომი" მესხზე "კლერმონთან" განადგურდა და ჯგუფში ჩარჩა
20-01-2024, 20:32
Aa Aa
გაზიარება:

ქართული სარაგბო ფრენჩაიზი, შავი ლომი ჩელენ ქაფის ბოლო ტურში კლერმონთან განადგურდა. ფრანგულმა კლუბმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 5 ლელო გაიტანა და 33 ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა - 36:3.

ფრანგებმა პირველ ტაიმში ორი ლელო, ორი გარდასახვა და ჯარიმა გაიტანეს. შავი ლომის მხრიდან 3 ქულა ლუკა მატკავამ ჯარიმით მოიპოვა. კლერმონმა მეორე ტაიმი 19:0 მოიგო. შეხვედრის ბოლოს ლუკა მატკავას გადაცემით სანდრო თოდუამ ლელო გაიტანა, მაგრამ წინ პასის გამო არ ჩაითვალა.

შავმა ლომმა ჩელენჯ ქაფზე სადებიუტო გამოსვლა 1 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულა. ჯგუფში მეხუთე ადგილზე გავიდა. ჯგუფი "გლოსტერმა" 17 ქულით მოიგო, მეორე ადგილი "კლერმონმა" დაიკავა, "ედინბურგმა" მესამე, ხოლო 10 ქულა დააგროვა და პლეი-ოფში მეოთხე ადგილით ლევან ჩილაჩავას "კასტრიმ" გავიდა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა ლევან მაისაშვილისთვის "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ბოლო იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი