"დარწმუნებული ვარ, ევროს მოგება ძალგვიძს" - მიულერი » სპორტის ხაზი

"დარწმუნებული ვარ, ევროს მოგება ძალგვიძს" - მიულერი

"დარწმუნებული ვარ, ევროს მოგება ძალგვიძს" - მიულერი
18-01-2024, 22:53
Aa Aa
გაზიარება:

გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ტომას მიულერმა, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე თავისი გუნდის შანსები შეაფასა:

"დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონატის მოგება ძალგვიძს, უპირველეს ყოვლისა, გერმანულ ფეხბურთში ჩართული ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ჩვენ, ნაკლებად ამპარტავნები უნდა ვიყოთ.

უეჭველია, რომ ავსტრიისა და იაპონიის დამარცხება შეგვიძლია, მაგრამ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს გამარჯვებები თავისით არ მოვა. თითქოს, დავკარგეთ იმის განცდა, რომ მოედანზე ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ."
- ტომას მიულერი

ევრო 2024-ს 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სწორედ გერმანია უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ მასპინძლები A ჯგუფში მოხვდნენ, სადაც შოტლანდიას, უნგრეთსა და შვეიცარიას გაეჯიბრებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი