რამდენი მედალი მოიპოვა საქართველომ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე » სპორტის ხაზი

რამდენი მედალი მოიპოვა საქართველომ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე

რამდენი მედალი მოიპოვა საქართველომ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე
28-04-2024, 19:37
Aa Aa
გაზიარება:

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე ქართველი მებრძოლი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლის მოპოვება 7-მა მათგანმა შეძლო.

ლაშა ბექაურმა და შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, თუმცა იგივე შედეგი ქალების ძუდოში ეთერ ლიპარტელიანმაც დააფიქსირა და მესამე ადგილზე გავიდა.

ვერცხლის მედალოსნები ილია სულმანიძე და გურამ თუშიშვილი გახლავთ, ხოლო ოქრო და ევროპის ჩემპიონობის წოდება ტატო გრიგალიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვეს.

საბოლოო ჯამში, საქართველომ წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 25 დან 27 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა, 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი