სკანდალის ზღვარზე | FIFA ბრაზილიას ტურნირებიდან მოკვეთით ემუქრება » სპორტის ხაზი

სკანდალის ზღვარზე | FIFA ბრაზილიას ტურნირებიდან მოკვეთით ემუქრება

სკანდალის ზღვარზე | FIFA ბრაზილიას ტურნირებიდან მოკვეთით ემუქრება
25-12-2023, 15:27
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ FIFA-მ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა და თუ ბრაზილიელები უმაღლესი საფეხბურთო ორგანოს მოთხოვნებს არ დაემორჩილებიან, მაშინ მათ მსოფლიო ჩემპიონატთან დამშვიდობება მოუწევთ.

საქმე ისაა, რომ ბრაზილიაში ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების არადროულად ჩატარებას აპირებენ, რათა ამჟამინდელი უმაღლესი პირი ედნალდო როდრიგესი თანამდებობიდან გადააყენონ, რასაც ფიფა საკუთარი წესების მკაცრ დარღვევად მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ახალი წლის პირველივე თვეში იგეგმება, ფიფა კი სამხრეთ ამერიკელებს გადაწყვეტილების შეცვლის უფლებას სწორედ ამ დრომდე უტოვებს.

ეჭვი არაა, რომ თუ ბრაზილიელები დაგეგმილს მაინც შეასრულებენ, მაშინ მათ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დისკვალიფიკაციას მისცემენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი