საბერძნეთის მწვრთნელი: "ჯერ ფინალი ყაზახეთთან გვაქვს" » სპორტის ხაზი

საბერძნეთის მწვრთნელი: "ჯერ ფინალი ყაზახეთთან გვაქვს"

საბერძნეთის მწვრთნელი: "ჯერ ფინალი ყაზახეთთან გვაქვს"
24-11-2023, 19:29
Aa Aa
გაზიარება:

საბერძნეთის ნაკრების ურუგვაელი თავკაცი გუსტავო პოიეტი საქართელოსთან ან ლუქსემბურგთან ფინალზე ჯერ არ ფიქრობს, მისი თქმით ჯერ ყაზახეთთზეა სრულად კონცენტრირებული და მათთვის ეს შეხვედრაც ფინალის ტოლფასია.

"საბერძნეთში მიზნად ევრო 2024ზე მოხვედრა დავისახეთ და მე ამ მისიის შესასრულებლად ვარ აქ, გუნდმა პლეიოფში თამაშის უფლება დამაჯერებლად გაინაღდა და საქმე ბოლომდეა მისაყვანი, ფინალზე ჯერ არ ვფიქრობ რადგან ამ ორი თამაშიდან ორივე ფინალის ტოფასია." - აცხადებს საბერძნეთის მთავარი მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი და ყაზახეთი ერთმანეთს 21 მარტს ათენში დაუპირისპირდებიან, ფინალი კი მოგვიანებით, თბილისში გაიმართება, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები შინ ლუქსემბურგს დაამარცხებს.

ბერძნები ამ პლეიოფს დიდი იმედით უყურებენ, მათი ნაკრები ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე 2012 წელს მოხვდა და დიდი ფეხბურთის დაბრუნების მოლოდინში არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი