ანხელ დიმარიამ სანაკრებო კარიერის დასრულების თარიღი დაასახელა » სპორტის ხაზი

ანხელ დიმარიამ სანაკრებო კარიერის დასრულების თარიღი დაასახელა

ანხელ დიმარიამ სანაკრებო კარიერის დასრულების თარიღი დაასახელა
23-11-2023, 21:55
Aa Aa
გაზიარება:

ანხელ დიმარიამ არგენტინულ პრესას დაუდასტურა, რომ 2024 წლის კოპა ამერიკის შემდეგ ოფიციალურად სანაკრებო კარიერას დაასრულებს.

35 წლის ფეხბურთელი ნაკრებში ახალგაზრდული წლებიდან ირიცხება და მთავარ გუნდში 136 შეხვედრა მოუგროვდა.

დიმარიას ნაკრებში არაერთი ტიტული მოუგია, თავდაპირველად მან ოლიმპიურ თამაშებზე ფინალში გატანილი გოლით ქვეყანას ტიტული მოუტანა, შემდეგ იყო მარაკანაზე მოგებული კოპა ამერიკა და აქაც ფინალში გამარჯვების გოლი, მოგვიანებით ფინალისიმა და ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ფინალში გოლი გაიტანა და თერთმეტ მეტრიანი მოიპოვა, ამ და სხვა დამსახურებებით ანხელ დიმარია არგენტინის ფეხბურთის ისტორიაში წარუშლელ კვალს ტოვებს.

დიმარიასთვის ბოლო კოპა ამერიკა 2024 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი