ბრაზილიას მკაცრი სასჯელი ელის - სელესაო ფიფას გადაწყვეტილების მოლოდინშია » სპორტის ხაზი

ბრაზილიას მკაცრი სასჯელი ელის - სელესაო ფიფას გადაწყვეტილების მოლოდინშია

ბრაზილიას მკაცრი სასჯელი ელის - სელესაო ფიფას გადაწყვეტილების მოლოდინშია
23-11-2023, 19:44
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიის ნაკრებს ქულების ჩამოკლებით ემუქრებიან, მიზეზი კი, შესაძლოა, არგენტინასთან მომხდარი ინციდენტი გახდეს.

მოგეხსენებათ, ბრაზილიამ ცოტა ხსნის წინ არგენტინას მარაკანაზე უმასპინძლა, სადაც ანგარიშით 1:0 დამარცხდა და მატჩის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის პროცესშიც, ბრაზილიურმა სპეც-დანაყოფებმა არგენტინელი გულშემატკივრები სასტიკად სცემეს.

ფანებს შორის არეულობა ჰიმნების შესრულების დროს დაიწყო, რაშიც პოლიცია ჩაერია და როგორც არგენტინელები ამტკიცებენ ძალას გადაამეტეს.

მომხდარს ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფეხბურთში ძალადობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი.

ბრაზილიელები ვერდიქტის მოლოდინში არიან, როგორც მედიაში იწერება, კარგ შემთხვევაში ისინი ფინანსური ჯარიმით დააღწევენ თავს მომხდარს, აგრეთვე განიხილება მაყურებლის სტადიონზე არ შეშვება, ქულების ჩამოკლება და ქვეყნის შესარჩევი ტურნირიდან მოხსნაც კი.

ასეა თუ ისე, ბრაზილია შემდეგ შეხვედრას შინ ეკვადორთან გამართავს და იქამდე სასჯელი წესით გარკვეული იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი