რომელო ლუკაკუს პოკერი პირველ ტაიმში - ბელგიელი შეუჩერებელია » სპორტის ხაზი

რომელო ლუკაკუს პოკერი პირველ ტაიმში - ბელგიელი შეუჩერებელია

რომელო ლუკაკუს პოკერი პირველ ტაიმში - ბელგიელი შეუჩერებელია
19-11-2023, 22:07
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგია და აზერბაიჯანი ერთ ჯგუფში მოხვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ დღევანდელ დაპირისპირებას სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა აღარ აქვს, ბელგიელები მეტოქეს არ ინდობენ.

რომელუ ლუკაკუმ პირველ ტაიმში ოთხი გოლი გაიტანა და ტაიმის ანგარიში 4:0 დააფიქსირა.

აღსანიშნავია ისიც, რომ აზერბაიჯანი ათი კაცით დარჩა მოედანზე და ამით მეტწილად ისარგებლა ბელგიამ.

ლუკაკუს ამ თამაშამდე საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 გოლი ჰქონდა და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად პირველ ადგილს იყოფდა, ახლა კი ოთხი გოლი მიამატა და მეორე ტაიმი კიდევ წინ არის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი