"პსჟ"-ს თავდამსხმელმა ოსმან დემბელემ "ბარსელონას" დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ბარსელონა" დიდებული კლუბია, ის ძალიან მიყვარს. მაგრამ ახლა პარიზში ბედნიერი ვარ და ჩვენ ნახევარ-ფინალში ვართ.
"სტვენა ქომაგებისგან? ეს ნორმალურია ნებისმიერ სტადიონზე, არამარტო ძველი კლუბისაზე", - აცხადებს ფრანგი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან ორი მატჩის ჯამში ამდენივე გოლი გაიტანა და 11 მეტრიანიც გამოიმუშავა, რომელიც კილიან მბაპემ გოლად გარდასახა.