3 წითელი ბარათი - როგორ ჩავარდა ბარსელონა » სპორტის ხაზი

3 წითელი ბარათი - როგორ ჩავარდა ბარსელონა

3 წითელი ბარათი  - როგორ ჩავარდა ბარსელონა
17-04-2024, 00:42
Aa Aa
გაზიარება:

ამ წუთებში ერთმანეთის პარარელურად ორი ძალიან სანახაობრივი ჩემპიონთა ლიგური დაპირისპირება მიმდინარეობს.

"ბარსელონა" შინაურ კედლებში ერთ გოლიანი უპირატესობით დაბრუნდა და საპასუხო მატჩიც მე-12 წუთზე გატანილი გოლით დაიწყო.

მაგრამ არაუხომ წითელი ბარათი მიიღო და ესპანელები მოედანზე 10 კაცით, ცენტრალური მცველის გარეშე დარჩნენ.

მე-40 წუთზე ფრანგებმა მატჩის ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ ჩავი ერნანდესმა წითელი ბარათი მიიღო აგრესიის გამოხატვისთვის და გუნდი მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

ამასობაში "პსჟ"-მ კიდევ ორი გოლი შეაგდო, "ბარსას" ერთ-ერთმა შტაბის წევრმაც დაიმსახურა მოედნიდან გაძევება და 10 კაცით დარჩენილ გუნდს უკვე გასატანი აქვს.

3 წითელი ბარათით, 10 კაცით დარჩენილმა უმთავარმწვრთნელო გუნდმა სასწაული უნდა მოახდინოს, რომ პარიზელებს, რომელთაც 75-ე წუთის ჩათვლით თამაში კარგად მისდით, 1/2 ფინალის გარეშე დატოვოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი