Calcionapoli: "არის შანსი, რომ კიმ მინ-ჯე ნაპოლიში დაბრუნდეს" » სპორტის ხაზი

Calcionapoli: "არის შანსი, რომ კიმ მინ-ჯე ნაპოლიში დაბრუნდეს"

Calcionapoli: "არის შანსი, რომ კიმ მინ-ჯე ნაპოლიში დაბრუნდეს"
16-04-2024, 16:54
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Calcionapoli წერს, არსებობს შანსი, რომ ახალი სეზონიდან კიმ მინ-ჯე მიუნხენის ბაიერნიდან კვლავ ნაპოლიში აღმოჩნდეს.

"გერმანელებმა სამხრეთ კორეელი მცველი 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს. კიმი თავიდან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში უფრო მეტ დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებს."

"არსებობს შანსი, რომ ახალი სეზონიდან კიმი კვლავ ნაპოლიში აღმოჩნდეს, ოღონდ საიჯარო ხელშეკრულებით."

"იმ შემთხვევაში თუ ნაპოლი კიმს იჯარით გადაიფორმებს, მათ მაინც სოლიდური თანხის გადახდა მოუწევთ, რადგან კორეელი ბაიერნში ხელფასის სახით 8.5 მილიონ ევროს იღებს"
, - წერს იტალიური მედია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი