საოცარი კვირეული ქართველი ფეხბურთელებისთვის » სპორტის ხაზი

საოცარი კვირეული ქართველი ფეხბურთელებისთვის

საოცარი კვირეული ქართველი ფეხბურთელებისთვის
16-04-2024, 16:23
Aa Aa
გაზიარება:

12-დან 15 აპრილის ჩათვლის ევროპაში უამრავი მატჩი ჩატარდა, სადაც თავი ქართველმა ფეხბურთელებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს.

ლუკა გადრიანმა, ზაქარია ბეგლარიშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა, ვაკო ყაზაიშვილმა, მათე კვირკვიამ, ლუკა სილაგაძემ და გიორგი ქვილითაიამ თითო-თითო გოლები გაიტანეს.

საგოლე გადაცემით თავი გიორგი ზარიამ და ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინეს, ეს კი გოლთან ერთად ოთო კიტეიშვილმაც მოახერხა და მან ორ გოლში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი მიქაუტაძემ დუბლი გაიფორმა და საფრანგეთის ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გიორგი მამარდაშვილმა მშრალი სერიის შენარჩუნება განაგრძო (ზედიზედ მე-5 მატჩში) და 11 მეტრიანიც ვერ გაუტანა მეტოქემ.

აგრეთვე, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ. შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მუხტი ქართველ ფეხბურთელებს ჯერ კიდევ გადაეცათ და ისინი ზემოტივირებულები თამაშობენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი