Mundo Deportivo: "მამარდაშვილმა ბომბარდირობისთვის მებრძოლ ბუდიმირს აუღო პენალტი » სპორტის ხაზი

Mundo Deportivo: "მამარდაშვილმა ბომბარდირობისთვის მებრძოლ ბუდიმირს აუღო პენალტი

Mundo Deportivo: "მამარდაშვილმა ბომბარდირობისთვის მებრძოლ ბუდიმირს აუღო პენალტი
16-04-2024, 12:42
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში პამპლონას ოსასუნამ გიორგი მამარდაშვილის ვალენსიას უმასპინძლა და შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა, - 0:1.

ამ შეხვედრის შესახებ სტატია Mundo Deportivo-მ გამოაქვეყნა, რომელმაც აქცენტი ანტე ბუდიმირისა და გიორგი მამარდაშვილის დუელის შესახებ გააკეთა.

"ანტე ბუდიმირი ოსასუნას მთავარი ვარსკვლავია. მას ლა ლიგაში შესანიშნავი სეზონი აქვს და ბომბარდირობისთვის იბრძვის. ხორვატ თავდამსხმელს ახლა 16 გოლი აქვს, თუმცა მამარდაშვილის კარში პენალტის დარტყმა საშინლად გამოუვიდა."

"ოსასუნას ფორვარდმა გიორგის ბურთი უბრალოდ მიუგორა. ბუდიმირმა სცადა, რომ მამარდაშვილსი კარში ე.წ "პანენკა" შეესრულებინა, თუმცა დამრტყმელს მეკარემ აჯობა"
, - წერს გამოცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი