იტალიური მედია: "ნაპოლი მეორე კვარაცხელიას ძველ ფასად ვეღარ იყიდის" » სპორტის ხაზი

იტალიური მედია: "ნაპოლი მეორე კვარაცხელიას ძველ ფასად ვეღარ იყიდის"

იტალიური მედია: "ნაპოლი მეორე კვარაცხელიას ძველ ფასად ვეღარ იყიდის"
16-04-2024, 12:18
Aa Aa
გაზიარება:

Spazionapoli-მ სტატია აურელიო დე ლაურენტისის გეგმებზე გამოაქვეყნა. ისინი წერენ, რომ ნაპოლის პრეზიდენტი ხვიჩა კვარაცხელიას მსგავს ფეხბურთელს ძველ ფასად ვეღარ შეიძენს.

"ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა. დე ლაურენტისმა კიმ მინ-ჯე და ხვიჩა კვარაცხელია დაბალ ფასად შეიძინა, მაგრამ ამას ვეღარ ვიხილავთ, ეს აღარ განმეორდება, რაზეც ნათანისა და ლინდსტრომის წარუმატებელი ტრანსფერები მეტყველებს."

"თუ ნაპოლის სურს, რომ მომავალი სეზონიდან მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს, მაშინ აურელიო დე ლაურენტისს ჯიბეზე ხელის გაწვდენა და ფულის დახარჯვა მოუწევს."

"პირველ რიგში, ნაპოლიმ კვალიფიციური მცველები უნდა შეიძინოს, რათა გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოაგვაროს"
, - წერს გამოცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი