მამარდაშვილმა ვალენსიას უკაპიტნა და კარი მშრალად შეინახა - გიორგის შეფასება » სპორტის ხაზი

მამარდაშვილმა ვალენსიას უკაპიტნა და კარი მშრალად შეინახა - გიორგის შეფასება

მამარდაშვილმა ვალენსიას უკაპიტნა და კარი მშრალად შეინახა - გიორგის შეფასება
16-04-2024, 11:56
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში პამპლონას ოსასუნამ გიორგი მამარდაშვილის ვალენსიას უმასპინძლა და შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა, - 0:1.

აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად ვალენსიას მამარდაშვილმა უკაპიტნა, რომელმაც გუნდის ღირსება შესანიშნავად დაიცვა და გოლი კვლავ არ გაუშვია.

სათქმელია ისიც, რომ გიორგიმ მატჩის ბოლო წუთებზე პენალტის მოგერიება მოახერხა. ალბათ, ამაში უმეტესი წვლილი თავად დამრტყმელ ანტე ბუდიმირს ეკუთვნის, რომელმაც პენალტი საშინლად შეასრულა, თუმცა გიორგის დამსახურება მაინც არ უნდა დავუკარგოთ.

ქართველ მეკარეს ჯამურად გუშინდელ შეხვედრაში 2 მოგერიება ჰქონდა, შეფასების დონეზე კი მამარდაშვილს Sofascore-მ 7.2 სარეიტინგო ქულა დაუწერა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი