"საქართველოში ასე არ არის" - გიორგი მამარდაშვილი აკადემიის პატარა წევრებს გამოცდილებას უზიარებს » სპორტის ხაზი

"საქართველოში ასე არ არის" - გიორგი მამარდაშვილი აკადემიის პატარა წევრებს გამოცდილებას უზიარებს

"საქართველოში ასე არ არის" - გიორგი მამარდაშვილი აკადემიის პატარა წევრებს გამოცდილებას უზიარებს
15-04-2024, 18:42
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის წინ ვალენსიას მეკარეები გიორგი მამარდაშვილი, ხაუმე დომენეკი და კრისტიან რივერო კლუბის აკადემიას ესტუმრნენ და პატარებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

"ჩემთვის, ზეწოლის გარეშე ცხოვრება ძალიან მოსაწყენია. შენ უნდა იყო მშვიდი, კარგად მომზადებული, გამძლე და ისიამოვნო ამ ზეწოლით.

აქ ფეხბურთის თამაშის ბევრი შესაძლებლობა გაქვს, საქართველოში კი ასე არ არის. როცა პატარა ვიყავი, სავარჯიშოდ 100 კმ მგზავრობა და შემდეგ უკან დაბრუნება მიწევდა. ეს მარტივი არ იყო. თუმცა, ყოველდღიური ვარჯიშის შედეგად, დღეს აქ ვარ, ეს კი შრომის დამსახურებაა"
- თქვა ქართველმა კარის დარაჯმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი