აურელიო დე ლაურენტისს "ნაპოლიში" ახალ მთავარ მწვრთნელის მოყვანა სურს » სპორტის ხაზი

აურელიო დე ლაურენტისს "ნაპოლიში" ახალ მთავარ მწვრთნელის მოყვანა სურს

აურელიო დე ლაურენტისს "ნაპოლიში" ახალ მთავარ მწვრთნელის მოყვანა სურს
15-04-2024, 14:45
Aa Aa
გაზიარება:

აურელიო დე ლაურენტისს "ნაპოლიში" ახალ მთავარ მწვრთნელის მოყვანა სურს.

პოტენციური მწვრთნელების სიაში 3 კანდიდატურაა. დე ლაურენტისის დიდი ხნის ოცნებაა, რომ ნაპოლი ანტონიო კონტემ ჩაიბაროს, თუმცა ამ დრომდე მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება,

ვინჩენცო იტალიანო, რომელიც სეზონის ბოლოს ფიორენტინას აუცილებლად დატოვებს. დე ლაურენტისთვისთვის ყველაზე მარტივი იტალიანოსთან შეთანხმება იქნება, თუმცა ნაპოლის პრეზიდენტი ჯერ არ ჩქარობს.

და სტეფანო პიოლი, რომლის საქმეებიც მილანში არც ისე კარგად მიდის. 58 წლის იტალიელის მომავალი თავიდან ბოლომდე ევროპა ლიგაზე მიღწეულ წარმატებაზე და დერბი დელა მადონინაში ინტერთან ნაჩვენებ შედეგზეა დამოკიდებული. პიოლის მილანში დარჩენის შანსი 50-50-ზეა და ყველაფერი სეზონის ბოლოს გადაწყდება. ამ სიტუაციას კი დე ლაურენტისი და მისი გუნდი ყურადღებით აკვირდება. ჩვენთვის ცნობილია, რომ ნაპოლის მფლობელს პიოლის კანდიდატურა ძალიან მოსწონს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი