ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა დღეს იწყება - როგორია დეტალები? » სპორტის ხაზი

ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა დღეს იწყება - როგორია დეტალები?

ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა დღეს იწყება  - როგორია დეტალები?
15-04-2024, 12:40
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 13:00 საათზე, გულშემატკივრებისათვის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა დაიწყება.

ბილეთები ონლაინ უეფას ბილეთების პორტალზე გაიყიდება.

"პორტალზე შესასვლელად საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი".

ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფას პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. რიგი ჩაირთვება 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე. ერთ მომხმარებელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის თითოეულ მატჩზე 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.

ბილეთების ღირებულება 200, 150, 60 და 30 ევროა.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც Alipay-ის ელექტრონული საფულით, ისე საბანკო ბარათებით (VISA ან Mastercard). ბილეთის ფასს ბანკის მოსაკრებელი არ ემატება.

სასურველი ბილეთის შერჩევისა და შესყიდვის განსახორციელებლად, თითოეულ მომხმარებელს 15 წუთი აქვს. თამაშის ბილეთს, მოგვიანებით, მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი